ფეხბურთი

1:42 | 29.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაზე: "ერთ ეპიზოდში დაამტკიცა, რომ ასეთი ტალანტი ცოტას აქვს"

იტალიური მედია „რომასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა. ქართველი საკმაოდ კარგად გაისარჯა, საგოლე მომენტებიც ჰქონდა და პენალტიც მოიპოვა. მატჩი კი, ფრედ 2:2 დასრულდა.

Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „კრისტანტეს წინააღმდეგ მოქმედება, როცა ბურთი ფეხებშუა გაუტარა და პოლიტანოზე პასი მეტყველებს ტალანტზე, რომლითაც ცოტა თუ დაიკვეხნის. სამწუხაროა, რომ მხოლოდ პერიოდულად ანათებდა. ბოლოს მან პენალტიც მოიპოვა“.

Calciomercato 6.5 ქულა: „მხოლოდ გოლი დააკლდა, მაგრამ კარგად ითამაშა და პენალტიც მოიპოვა“.

Ilgiornale 6.5 ქულა: „თითქოს, როგორც იქნა, გადამწყვეტი კვარა ვნახეთ, მაგრამ არა ისეთი „კილერი“, როგორც გასულ სეზონში იყო. ფლანგზე მისი დინამიზმი მეტოქეს ყოველთვის აიძულებს, რომ ორი ფეხბურთელით ეთამაშოს“.

Tuttonapoli 7 ქულა: „შესანიშნავი მოქმედებები, პასები და „ტუნელები“ მეტოქეების წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 42 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლი“ 50 ქულით მერვე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 9 ქულით ჩამორჩება. ეგ კი არა, მე-7 ადგილს 5 ქულა აშორებს, სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 4 ტურიღა დარჩა. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 მაისს, სტუმრად „უდინეზესთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113223