კალათბურთი

0:25 | 29.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 16 ქულა: "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ მალაგას „უნიკახასთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

კანარიელებმა პირველი ტაიმი ჩაიგდეს, როცა 11 ქულით ჩამორჩნენ და მეორე ნახევარში მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლეს - 75:80.

გიორგი შერმადინი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 31 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 5-დან 5 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113093