ფეხბურთი

0:00 | 29.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენი" საფრანგეთის ჩემპიონი გახდა

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ლიგა 1-ის 31-ე ტურში პარიზელთა მდევარი „მონაკო“ სტუმრად „ლიონთან“ 2:3 დამარცხდა, რამაც პსჟ გააჩემპიონა.

გუნდებს შორის სხვაობა 12 ქულაა, სეზონის ბოლომდე კი, მხოლოდ 3 ტურია დარჩენილი. ასე რომ, ლუის ენრიკეს გუნდს ვეღარავინ დაეეწევა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ზედიზედ მესამედ, ხოლო ისტორიაში მე-12-ედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.

თეგებიპსჟ
0.113669