კალათბურთი

22:44 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას MVP-ის ტიტული, "ვირტუსმა" სერია A-ში მოიგო

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „ტორტონა“ 84:77 დაამარცხა, მოედანზე საუკეთესო კი თორნიკე შენგელია იყო.

ქართველმა კალათბურთელმა 26 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, რითაც მატჩის MVP გახდა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ 21 მოგებით და 8 წაგებით ლიდერია, რეგულარული სეზონის ბოლო ტურში კი, 5 მაისს, „ტრენტოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11078