ფეხბურთი

21:36 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ადვილად აჯობა

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ნოტინგემ ფორესტი“ 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

პეპ გვარდიოლას გუნდი პირველ ტაიმში იოშკო გვარდიოლის გოლით დაწინაურდა, ხოლო მეორე ნახევარში ერლინგ ჰოლანდმა სხვაობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ორივე შემთხვევაში საგოლე პასი კევინ დე ბრუინის აქტივშია.

„მანჩესტერ სიტი“ მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება „არსენალს“, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, ასე რომ, პოტენციურად ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121775