ფეხბურთი

19:59 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი ჯუღელს შეხვდება და მზადაა კვარას ხელფასი მოუმატოს

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ უახლოეს ხანში აურელიო დე ლაურენტისი მამუკა ჯუღელს შეხვდება.

მიზეზი ცხადია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი იქნება. „ნაპოლის“ ბოსს სურს, რომ ქართველი ფეხბურთელი შეინარჩუნოს და მზადაა ხელფასი გაუსამმაგოს.

„უახლოეს დღეებში მოსალოდნელია შეხვედრა „ნაპოლისა“ და კვიჩა კვარაცხელიას აგენტს (მამუკა ჯუღელი) შორის, რათა შეთანხმდნენ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე 2029 წლამდე. დე ლაურენტისს სურს შეინარჩუნოს კვარა და მზად არის შესთავაზოს ხელფასის გაზრდა წელიწადში 1 მილიონი ევროდან 4 მილიონ ევრომდე“, - წერს ცნობილი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ამჟამად გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

0.11309