ფეხბურთი

18:15 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ 3-კვირიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, "კარლსრუემ" მოიგო

გერმანიის II ბუნდესლიგაში „კარლსრუემ“ „ნიურნბერგი“ დაამარცხა, ბუდუ ზივზივაძე კი, სამკვირიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა.

ქართველს 6 აპრილის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები და ბოლო ორი მატჩი გამოტოვა (წინა ტურში სათადარიგო სკამზე იყო). ამჯერად ბუდუმ 68 წუთი გაატარა მინდორზე და სასიამოვნო სიახლეა, რომ ის მოედანზე დაბრუნდა, შესაბამისად, არაფერი აწუხებს.

„კარლსრუემ“ გასვლით მატჩში 1:0 მოიგო, ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს იგორ მატანოვიჩმა გაიტანა.

ბუდუ ზივზივაძეს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. „კარლსრუე“ 49 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 მაისს, როსტოკში, „ჰანზას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110438