ფეხბურთი

14:58 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიის ნაკრებში მწვრთნელის დანიშვნა გადადეს, რადგან ვილი სანიოლის პასუხს ელოდებიან

ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია ვილი სანიოლს ელოდება. The Irish Sun-ის ინფორმაციით, მათ გადადეს ახალი მწვრთნელის დანიშვნა, მიზეზი კი, ფრანგი სპეციალისტია.

ირლანდიელები სანიოლისგან პასუხს ელოდებიან და არაა გამორიცხული მას ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩააბარონ. სანიოლი საქართველოდან წასვლას ევრო 2024-მდე არ აპირებს და გუნდს კონტინენტის პირველობაზე უხელმძღვანელებს, მაგრამ რა იქნება ამის შემდეგ, ჯერაც გაურკვეველია.

ირლანდიის ნაკრებს ამჟამად დროებითი მწვრთნელი ჰყავს ჯონ ოშის სახით, რომელიც გუნდს ივნისში, უნგრეთსა და პორტუგალიასთან ამხანაგურ მატჩებშიც უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2021 წლის დასაწყისიდანაა. მასთან ერთად გუნდმა ჯერ ერთა ლიგის C დივიზიონი მოიგო და B დივიზიონში გადასვლა შეძლო, თავის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია ჰქონდა, ხოლო ცოტა ხნის წინ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113324