ფეხბურთი

14:26 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "VAR-მა ინგლისური ფეხბურთი დააზიანა"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ VAR-ი გააკრიტიკა. არგენტინელ სპეციალისტს პრეტენზია „ასტონ ვილასთან“ მატჩის შემდეგ მედიასთან არ დაუმალავს.

ამ შეხვედრაში „ჩელსის“ ორი გოლი ჩაუთვალეს, მათ შორის, 95-ე წუთზე, აქსელ დისასის გოლი. მთავარმა მსაჯმა კრეიგ პოუსონმა VAR-ის დახმარებით ლონდონელთა გოლი გააუქმა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან მატჩი 2:2 დასრულდა და „ჩელსის“ დისასის გოლით მოგება შეეძლო იმ მატჩში, რომლის პირველი ნახევარი 0:2 დათმო.

“VAR-მა ინგლისური ფეხბურთი დააზიანა და ვფიქრობ, რომ „ასტონ ვილას“ ფეხბურთელებმა და ფანებმაც ვერ გაიგეს, რატომ გაუქმდა გოლი. წარმოუდგენელია, რომ მსაჯმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, სასაცილოა და რთულია ამასთან შეგუება“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" პრემიერლიგაში 48 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106975