ფეხბურთი

10:27 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "კვარაცხელიას და ოსიმენს ოქროს ბურთის მოგების პოტენციალი აქვთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზეც ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ორივეს აქვს იმის პოტენციალი, რომ ოქროს ბურთი მოიგონ, მაგრამ ამისთვის კიდევ ბევრი შრომა სჭირდებათ.

„დედაბუნებამ მათ საშუალოზე მაღალი თვისებები მიანიჭა. მათ ვეხმარები და ვცდილობ ავუხსნა, რომ ფეხბურთში სხვა რაღაცებიც არსებობს. ისინი ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან და სასიამოვნო მათთან მუშაობა. დიახ, ჩემი აზრით, შეუძლიათ ოქროს ბურთის მოგება, ჯერ კიდევ შეუძლიათ ბევრად მომატება, ამჟამად რაღაც აკლიათ, მაგრამ ეს მათზეა დამოკიდებული“, - თქვა კალცონამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111209