კალათბურთი

12:49 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

22-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები სოხუმი-საქართველომ მოიგო

საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა კლუბი “სოხუმი-საქართველო”, რომელმაც დღეს, თბილისი არენაზე მესამე ადგილისთვის მატჩში “სპორტუნი” დაამარცხა – 84:74 (სტატისტიკა). ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა, თუმცა ნახევარფინალურ სერიაში სპორტუნი ოვერტაიმთან დამარცხდა, სოხუმი საქართველომ კი შეხვედრა ქუთაისთან დათმო.

მესამე ადგილისთვის მატჩი სპორტუნის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ სოხუმელებმა მალევე მოახერხეს თამაშის სადავეების მოპოვება და დაწინაურდნენ. პირველი პერიოდი სოხუმი-საქართველომ 23:12 მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი სპორტუნიმ ჩამორჩენა 2 ქულით შეამცირა – 35:44.

მესამე პერიოდიდან თამაში იგივე სცენარით გაგრძელდა – სოხუმელები ლიდერობდნენ, ხან სოლიდურად, ხანაც სპორტუნი ჩამორჩენას 5-7 ქულამდე ამცირებდა. მატჩის ბოლომდე ასეთი სცენარით მიმდინარე თამაში საბოლოოდ სოხუმი-საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და გუნდმა შექმნის პირველსავე წელს ბრინჯაოს მედლების მოგებით აღნიშნა.

მესამე ადგილის მფლობელი სოხუმელები ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ.

ფინალური სერია, რომელშიც ქუთაისი ოვერტაიმს შეხვდება, 29 აპრილს ქუთაისში დაიწყება და 2 მოგებამდე გაგრძელდება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10533