ფეხბურთი

1:12 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„შეფილდ იუნაიტედი“ პრემიერლიგიდან გავარდა

ინგლისური პრემიერლიგის 35-ე ტურის შაბათის სათამაშო დღეს მთავარი მატჩი ბირმინგემის „ვილა პარკზე“ გაიმართა. „ასტონ ვილამ“ „ჩელსის“ უმასპინძლა და ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა. საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა.

მეოთხე წუთზე მარკ კუკურელას ავტოგოლმა მასპინძლებს უპირატესობა მოუპოვა. მორგან როჯერსმა „ასტონ ვილას“ უპირატესობა 42-ე წუთზე გააორმაგა. სამაგიეროდ ლონდონურმა კლუბმა მასპინძლებს მეორე ტაიმში ნონი მადუეკესა და კონორ გალახერის ზუსტი დარტყმებით უპასუხა.

„ასტონ ვილამ“ 35 მატჩის შემდეგ 67 ქულა მოაგროვა და ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მსგავსი რაოდენობის მატჩების შემდეგ „ჩელსი“ 48 ქულით მეცხრე საფეხურზე დგას.

„ლივერპულმა“ კვლავ დაკარგა ქულები, „ვესტ ჰემს“ ვერ აჯობა სტუმრად (2:2) და დიდი ალბათობით საბოლოოდ ჩამოშორდა საჩემპიონო რბოლას.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „ბარნლის“ ვერ მოუგო (1:1) და მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს „ნიუკასლს,“ რომელმაც „შეფილდ იუნაიტედი“ 5:1 გაანადგურა. დუბლი მიითვალა „კაჭკაჭების“ შვედმა შემტევმა ალეკსანდერ ისაკმა.

„მანჩესტერი“ და „ნიუკასლი“ ევროთასების ზონისთვის იბძვიან.

„ნიუკასლთან“ 1:5 წაგების შემდეგ, „შეფილდ იუნაიტედმა“ მათემატიკური შანსიც კი დაკარგა ინგლისის პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად და მომავალ სეზონში ჩემპიონშიფში ითამაშებს.

შეფილდელები ბოლო, მე-20 ადგილზე არიან და 16 ქულა აქვთ. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში გუნდს კიდევ სამი შეხვედრის ჩატარება მოუწევს.

ინტერნეტპორტალი Squawka გვამცნობს, რომ „შეფილდმა“ ისტორიული ანტი-რეკორდი დაამყარა სეზონში გაშვებული გოლების რაოდენობით, 38 მატჩიან ტურნირში. შეფილდელებმა უკვე 97 გოლი გაუშვეს.

ინგლისი. პრემიერლიგა. 35-ეტური. 27 აპრილი: ვესტ ჰემი - ლივერპული 2:2, ფულემი - კრისტალ პალასი 1:1, მანჩესტერ იუნაიტედი - ბარნლი 1:1, ნიუკასლი - შეფილდ იუნაიტედი 5:1, ვულვერჰემპტონი - ლუთონი 2:1, ევერტონი - ბრენტფორდი 1:0, ასტონ ვილა - ჩელსი 2:2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11428