ფეხბურთი

22:23 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კაცნაკლული „დილა“ „სამგურალთან“ ბოლო წუთებზე გადარჩა

დღეს, 27 აპრილს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის სამი მატჩი იმართება. ორი უკვე დასრულდა. „დილა“ „სამგურალს“ მასპინძლობდა და უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში მიაღწია ფრეს (1:1).

სტუმარმა წყალტუბოელებმა გორელთა მეკარის, დავით კერესელიძის შეცდომის კვალად გახსნეს ანგარიში მე-19 წუთზე. გოლი ბრაზილიელმა ჟან კარლოსმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს მსაჯმა ჯენერი ხორავამ მინდვრიდან გორელთა ანგოლელი დებიუტანტი, ანტონიო ლოპესი დაითხოვა უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო და მასპინძლების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.

თამაშის მიწურულს „დილამ“ მაინც გაათანაბრა ანგარიში. გოლი შეცვლაზე შესულმა ნიდერლანდელებმა შექმნეს - ტაირელ ვუოტერის გადაცემით კიფონ ლაიდსმანმა გაიტანა.

ახლა „დილას“ 24 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, თუმცა მხოლოდ ერთი პუნქტით უსწრებს „ბათუმს,“ რომელიც ამ წუთებში „გაგრას“ ეთამაშება. „სამგურალი“ კი 9 ქულით კვლავ გასავარდნ ზონაშია.

მანამდე „იბერიამ“ და „ტორპედომ“ 3:3 ითამაშეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111563