ფეხბურთი

17:25 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი: "დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩავი დარჩებოდა"

„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა რაფა იუსტემ გუნდში ჩავის დარჩენაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებული იყო, რომ ესპანელი სპეციალისტი გუნდს არ დატოვებდა.

„ჩავიმ გუნდს ენთუზიაზმი გადასცა, გვინდა ისტორია დავწეროთ და ამას გავაკეთებთ, ჩავი ყველაფერს გააკეთებს გუნდის გასაუმჯობესებლად. მეგობრული შეხვედრა გვქონდა, არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ ჩავი ჩვენთან მუშაობას გააგრძელებდა. დეკუ მას 100%-ით ენდობა. ცუდი სეზონი გვაქვს? გააჩნია რა მხრივ შეხედავ, ტიტულები ვერ მოვიგეთ, მაგრამ თამასის ხარისხი გაუმჯობესდა. გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, კუბარსი, ფერმინი, იამალი, ეს დიდი უპირატესობაა“, - თქვა იუსტემ.

შეგახსენებთ, რომ ჩავის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111869