ფეხბურთი

22:58 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: "ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ დავითაშვილი შეუჩერებელია"

ფრანგულმა გამოცემა sudouest-მ „ბორდო“ – „დიუნკერკის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ზურიკო დავითაშვილი დაასახელა.

ქართველ ფეხბურთელს 10 ქულიანი შეფასებიდან 8 ქულა ერგო და გამოცემა მის შესახებ წერს:

„მარტის სანაკრებო პაუზიდან დაბრუნების შემდეგ ის აშკარად შეუჩერებელია. დახვეწილი დარტყმით მან „ბორდოს“ უპირატესობა გააორმაგა. ნაკრებიდან ის 5 მატჩში 3 გოლით და 3 საგოლე პასით დაბრუნდა. ბურთთან მისი ყოველი შეხება მეტოქისთვის ხიფათს წარმოადგენდა. მთელი სეზონის განმავლობაში ასეთი დავითაშვილ რომ ყოფილიყო, მას შეეძლო „ბორდოს“ მეტოქეებისთვის ბევრი ზიანი მიეყენებინა“.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 33 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, 6-ჯერ კი საგოლე პასი შეასრულა. „ბორდო“ 44 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 27 აპრილს, „ლავალს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.112738