„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „ევერტონთან“ მოახლოებული დერბის სატურნირო მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„ცხადია, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, „ევერტონმა“ ბოლო ორი შედეგით ლიგაში გადარჩენის პრობლემა მეტწილად მოაგვარა. მათ ჩვენის შემდეგ კიდევ ერთი საშინაო თამაში ელოდებათ ამ შაბათ-კვირას, ზედიზედ სამი საშინაო მატჩი.
მათი მიზანი სამივეს მოგებაა. ჩვენთვის კი ყველაფერი ნათელია, სატურნირო მდგომარეობა კარგად ვიცით, საუბარი არ გვჭირდება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მატჩია - ისევე როგორც ყველა სხვა თამაში. ჩვენ ნამდვილად ვიცით მისი მნიშვნელობა“, - ციტირებს კლოპის სიტყვებს „ლივერპულის“ პრესსამსახური.
მერსისაიდური დერბი „ევერტონსა“ და „ლივერპულს“ შორის დღეს, 24 აპრილს „გუდისონ პარკზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
„წითლები" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან და სამი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „არსენალს,“ თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.