ფეხბურთი

12:24 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპემ შესაძლოა 130 მილიონი ევრო დათმოს პსჟ-ის დასატოვებლად

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ შესაძლოა 130 მილიონი ევრო დათმოს ფრანგული კლუბის დატოვებისთვის - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი და ინსაიდერი რამონ ალვარესი.

წყაროს ცნობით, ფორვარდი მზადაა უარი თქვას ერთგულების ბონუსზე და ხელფასის ნაწილზე, რომელიც ამ სეზონში უნდა მიიღოს. მთლიანობაში, მბაპემ შესაძლოა უარი თქვას 127,8 მილიონ ევროზე.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიანმა მადრიდის „რეალთან" კონტრაქტი 2024 წლის თებერვლის პირველ კვირას გააფორმა. ფეხბურთელის ხელშეკრულება კლუბთან ხუთწლიანია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიანს, მადრიდში მისი ზაფხულის ტრანსფერის შემდეგ, 5 წლის განმავლობაში შეუძლია 225 მილიონი ევრო გამოიმუშაოს, ხოლო ფრანგი ფორვარდისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლის ბონუსი იქნება დაახლოებით 150 მილიონი ევრო.

მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს. 25 წლის ფეხბურთელმა პარიზელებთან ერთად 13 ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111744