ფეხბურთი

1:46 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალის" ისტორიული 5:0 "ჩელსისთან"

ინგლისის პრემიერლიგაში ლონდონურ დერბიში „არსენალმა“ „ჩელსი“ გაანადგურა და პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ისტორიული იმიტომ, რომ „მეთოფეებს“ „ჩელსი“ ასეთი სხვაობით აქამდე არ დაემარცხებინათ - 5:0.

მიკელ არტეტას გუნდი უკვე მეოთხე წუთზე იგებდა ლეანდრო ტროსარის გოლით, ხოლო მეორე ტაიმში „ჩელსის“ რბევა ბენ უაითმა და კაი ჰავერტცმა განაგრძეს. ორივემ მეტოქეს ორ-ორი გოლი გაუტანეს.

ასე რომ, „არსენალმა“ კიდევ ერთხელ გააკეთა საჩემპიონო განაცხადი. „ლივერპულს“ 3 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, „სიტისთან“ უპირატესობა 4 ქულაა, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდს ორი თამაში აქვს მარაგში, ასე რომ, პრემიერლიგის პოტენციური ლიდერი ჯერ კიდევ „მანჩესტერ სიტია“.

„არსენალი“ – „ჩელსი“ 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 ტროსარი (4), 2:0 უაითი (52), 3:0 ჰავერტცი (57), 4:0 ჰავერტცი (65), 5:0 უაითი (70)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113345