ფეხბურთი

23:07 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

AreaNapoli: "დე ლაურენტისი არ აპირებს ტუზის დაკარგვას, კვარაცხელია ახლა ხელშეუხებელია"

ნეაპოლური გამოცემა AreaNapoli იტყობინება, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიასთან განშორებას არ აპირებს შეთავაზების მიუხედავად.

„მომდევნო სეზონში „ნაპოლი“ აუცილებლად დაკარგავს რამდენიმე ვარსკვლავს. ვიქტორ ოსიმენმა უკვე განაცხადა, რომ ახალ კლუბს შეუერთდება. „ინტერში“ პიოტრ ჟიელინსკის გადასვლა დიდი ხანია გადაწყვეტილია, მაგრამ როგორი იქნება ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი? არიან ისეთები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის ინგლისში გაიყიდება. AreaNapoli-ის რედაქცია ცდილობდა ქართველი ტალანტის მომავლის გარკვევას და იტალიური კლუბი არ აპირებს მის გაყიდვას.

რამდენიმე დიდი კლუბის მხრიდან, მათ შორის, ინგლისურიდანაც მართლაც არსებობს ინტერესი, მაგრამ ამ დროისთვის კამპანიური კლუბი ქართველ ჩემპიონს ხელშეუხებლად მიიჩნევს. აურელიო დე ლაურენტისი აპირებს შექმნას კარგი გუნდი, რომელიც წლევანდელ იმედგამაცრუებელ სეზონს ქომაგებს დაავიწყებს. ბოსი, როგორც ამას აკეთებდა წარსულში გარკვეულ ფეხბურთელებთან (მაგალითად, კულიბალი და ჰამშიკი, რომლებიც მრავალი წელი შეინარჩუნა), მზად იქნება უარი თქვას ისეთ წინადადებაზეც, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია, რათა ტუზი არ დაკარგოს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ რიგებში 2022 წლიდან დღემდე 84 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 21-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110077