ფეხბურთი

20:32 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

Toro.it: "საზონოვს სეზონში ბევრი ჩავარდნა ჰქონდა, გუნდში დასარჩენად ბრძოლა მოუწევს"

ტურინული გამოცემა Toro.it, რომელიც „ტორინოს“ შესახებ აქვეყნებს მასალებს, საბა საზონოვის შესახებ დაწერა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქართველ ფეხბურთელს არ აქვს გარანტირებული, რომ მომდევნო სეზონშიც „ტორინოში“ იქნება.

„მცირე აღმავლობის და ბევრი ჩავარდნის სეზონი, რომელშიც მას ნამდვილად არ ჰქონია ის სათამაშო დრო, რაც სურდა. პირველ წრეში ბევრჯერ სათადარიგო სკამზე იჯდა, რადგან მწვრთნელი არ მიიჩნევდა, რომ მზად იყო. სეზონის მეორე ნაწილში ქართველმა უფრო მეტი დრო მიიღო, მაგრამ ყოველთვის დამაჯერებლად თამაშს ვერ ახერხებდა. შესანიშნავ მატჩებს, როგორიც მაგალითად კალიარიში ჰქონდა, როცა ბოლო წუთზე გუნდი გადაარჩინა, ანაცვლებდა სრული ჩავარდნით და ამ მიზეზით ბოლო პერიოდში ნაკლებად ითამაშა. გარდა ამისა, მან ვერ გამოიყენა ის შანსები, რაც დაცვაში არსებული ტრავმებით მიიღო. ამიტომ, სეზონის ბოლო მატჩებში მოლეს ქვეშ დასარჩენად თამაში მოუწევს“, - წერს Toro.it.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 12 მატჩი ჩაატარა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ იყო და შეუცვლელად მოედანზე არც ერთხელ ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112605