ფეხბურთი

16:47 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" ობლაკის შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მადრიდის „ატლეტიკოს“ ინტერესის სფეროშია.

ესპანური მედიის ცნობით, იან ობლაკი „ატლეტიკოდან“ წამსვლელ ფეხბურთელებშია და თუ „როხიბლანკო“ სლოვენიელი მეკარის გაყიდვას მოახერხებს, მის შეცვლას სწორედ 23 წლის ქართველი კარის დარაჯით ეცდება.

ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ „ვალენსია“ გიორგის მინიმუმ 35 მილიონ ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე 94 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.158521