ფეხბურთი

0:22 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯის და VAR-ის დიალოგი იამალის მომენტზე: "არ გვაქვს მტკიცებულება, რომ გოლია, კუთხური დანიშნე"

მადრიდის „რეალის“ და „ბარსელონას“ მატჩში ყველაზე დიდი გამოხმაურება ლამინ იამალის მომენტმა გამოიწვია.

გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი? ლა ლიგაში Goal Line ტექნოლოგია არ არის, მსაჯებმა VAR-ის დახმარებით კი, გადაწყვიტეს, რომ ბურთი კარში ბოლომდე არ იყო შესული, შესაბამისად, მხოლოდ კუთხური დანიშნეს.

დღეს გასაჯაროვდა მთავარი მსაჯის და VAR-ის ოთახის მსაჯის დიალოგი იამალის ეპიზოდის მომენტში:

გვერდითი მსაჯი: „ჩემი აზრით, ბურთს ხაზი არ გადაუკვეთავს“.

VAR: „ვამოწმებთ, ერთი წუთი მოითმინეთ“.

მთავარი მსაჯი: „არ გვაქვს კარის ხაზის ტექნოლოგია, დაველოდოთ VAR-ის განხილვას“.

VAR-ის მსაჯი: „შეიძლება გოლია, მაგრამ ლუნინის სხეული ფარავს კადრს, რომელიც არ მუშაობს. ჩემთან არაფერი ჩანს, არც მეორე კადრით ჩანს და არც მესამე კადრით, სხვა რაკურსი არ გვაქვს“.

ისევ მთავარი მსაჯი: „არ ვიჩქაროთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ახლა ყველაზე კარგი ლოდინია“.

VAR-ის მსაჯი: „არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ბურთი კარშია, შესაბამისად, თამაში კუთხურით უნდა განვაახლოთ“.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ 3:2 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098951