ფეხბურთი

23:23 | 22.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "არ გამოვრიცხავთ მატჩის თავიდან ჩატარება მოვითხოვოთ"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს „რეალთან“ მატჩის თავიდან ჩატარება მოითხოვოს.

როგორც მან აღნიშნა, ყველა საჭირო დოკუმენტაციას გამოითხოვენ და თუ დადასტურდება, რომ ლამინ იამალის გოლი უნდა ჩათვლილიყო, ყველა შესაბამის ზომას მიიღებენ.

„გვინდა დავრწმუნდეთ რა მოხდა და ამიტომ, გაცნობებთ, რომ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მსაჯთა ტექნიკური კომიტეტისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან, მოგვაწოდონ მომენტის ყველა სურათი და ხმოვანი ჩანაწერი. ამ დოკუმენტაციის გაანალიზების შემდეგ თუ კლუბი დარწმუნდება, რომ იყო შეცდომა მოქმედების შეფასებაში, განვახორციელებთ ყველა შესაბამის მოქმედებას სიტუაციის აღსადგენად, სამართლებრივი ქმედების გამორიცხვის გარეშე. თუ დადასტურდება, რომ გოლი ჩასათვლელი იყო, ჩვენ უფრო შორს წავალთ და არ გამოვრიცხავთ, რომ მატჩის თავიდან ჩატარება მოვითხოვოთ“, - თქვა ლაპორტამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108649