სხვა

21:30 | 22.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კუდოში.

ჯერიბრში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გოგოებსა და ბიჭებს შორის ჩატარდა.

საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა კუდოისტებმა. გამარჯვებულებსა და პრიზიორებს თასები, მედლები და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებული კუდოისტები საქართველოს ნაკრებში მოხვდებიან, რაც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შესაძლებლობას მისცემთ.

წელს კონტინენტის პირველობას იტალიის დედაქალაქი რომი 13-16 ივნისს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142825