ფეხბურთი

18:27 | 22.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: ნაპოლის მწვრთნელობის ორი ფავორიტი გამოიკვეთა

„ნაპოლიში“ ფრანჩესკო კალცონა სეზონის ბოლომდე მუშაობს და ზაფხულში გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

იტალიური მედიაში აქამდე ძალიან ბევრის სახელმა გაიჟღერა, ასე რომ, ძნელი გასარკვევია, ვინ არის რეალური კანდიდატი და ვინ - არა. ბოლო ცნობებით, რომელსაც Corriere Dello Sport-ი ავრცელებს, „ნაპოლის“ მწვრთნელობის ორი ფავორიტია - სტეფანო პიოლი და ჯან პიერო გასპერინი.

ორივე ამჟამად სხვა კლუბში მუშაობს, მაგრამ მაგალითად, „მილანიდან“ პიოლის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. აურელიო დე ლაურენტისს ძალიან მოსწონს პიოლის ფილოსოფია და ეცდება, რომ ის მიიწვიოს. რაც შეეხება გასპერინის, 2016 წლიდან „ატალანტაში“ ძალიან წარმატებით მუშაობს და კლუბთან კონტრაქტიც აკავშირებს, რომელიც არ აპირებს მის გაშვებას, თუმცა შეიძლება თვითონ 66 წლის სპეციალისტი ახალი გამოცდილების მიღების მიზნით „ნაპოლის“ შეთავაზებაზე დათანხმდეს.

აქამდე „ნაპოლის“ მწვრთნელის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ანტონიო კონტე განიხილებოდა, თუმცა ჯერჯერობით, ეს მხოლოდ საუბრის დონეზე. კონტე ამჟამად უმუშევარია, მაგრამ მას მაღალი მოთხოვნებიც აქვს, როგორც პირადი კონტრაქტის, ისე შემადგენლობასთან დაკავშირებით. არსებობს კიდევ ორი ვარიანტი, რომელზეც იტალიაში წერენ - ვინჩენცო მონტელა და ვინჩენცო იტალიანო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე მხოლოდ 5 მატჩი დარჩა გასამართი, უახლოეს შეხვედრაში კი, 28 აპრილს, „რომას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110072