ფეხბურთი

17:22 | 22.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფაბიო კანავარომ სერია A-ს კლუბი ჩაიბარა

ლეგენდარული ფეხბურთელი, ფაბიო კანავარო „უდინეზეს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

უდინური კლუბის ვებგვერდის ცნობით, 50 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო სამწვრთნელო შტაბში მისი ძმა, პაოლო კანავაროც იმუშავებს.

ფაბიომ გაბრიელე ჩოფი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. „უდინეზე“ 28 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ბურთების უკეთესი ბალანსის გამო უსწრებს. კანავაროს დებიუტი 25 აპრილს, „რომას“ წინააღმდეგ შედგება, რომელსაც კანავაროს ყოფილი თანაგუნდელი იტალიის ნაკრებიდან, დანიელე დე როსი ავარჯიშებს.

ფაბიო კანავაროს სერია A-ს გუნდში არასდროს უმუშავია, იტალიაში აქამდე მხოლოდ სერია B-ს „ბენევენტოს“ მწვრთნელი იყო, ისიც მცირე დროით და წარუმატებლად. კარიერის უმეტესი ნაწილი კი, როგორც მწვრთნელმა ჩინეთში გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118383