ფეხბურთი

16:55 | 22.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი მზადაა ნებისმიერი ფეხბურთელი გაყიდოს, ვინც "ნაპოლიში" უკმაყოფილო იქნება

„ნაპოლიში“ ზაფხულში შესაძლოა რევოლუციური ცვლილებები მოხდეს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, აურელიო დე ლაურენტისი ძალიან ნაწყენი და გაბრაზებულია გუნდში არსებული ვითარებით, ამიტომ, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. როგორც იტალიური გამოცემა წერს, არ არსებობს ფეხბურთელი, რომლის გაყიდვაზე დე ლაურენტისი უარს იტყვის.

ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო და ვიქტორ ოსიმენიც არ შედიან ხელშეუხებელ ფეხბურთელებში და თუ კლუბი შესაბამის შეთავაზებას მიიღებს, მათაც გაყიდის.

როგორც ირკვევა, დე ლაურენტისს არ სურს გუნდში გააჩეროს ფეხბურთელი, რომელიც რაღაცით უკმაყოფილოა და თავს ბედნიერად არ გრძნობს, ამიტომ, მზადაა ნებისმიერზე განიხილოს წინადადება.

ოსიმენთან კონტრაქტის განახლებამ და ხელფასის 10 მილიონ ევრომდე გაზრდამ გუნდის გასახდელი გაყო, იმავე შეცდომის დაშვებას კი „ნაპოლის“ პრეზიდენტი აღარ აპირებს. იტალიური პრესის ცნობით, უკმაყოფილო ფეხბურთელებში კვარაცხელიაც შედის, რომელიც უკმაყოფილოა თავისი ხელფასით და იმით, რომ დღემდე გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2022 წლიდან დღემდე „ნაპოლის“ მაისურით 84 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი გააკეთა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110492