ფეხბურთი

16:10 | 22.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენი: "სირცხვილია, რომ კადრი ვერ იპოვეს გოლის ჩასათვლელად"

„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კომენტარი გააკეთა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ლამინ იამალის არჩათვლილ გოლზე. როგორც მან თქვა, ეს უბრალოდ სირცხვილია.

„სირცხვილია, რომ მათ კადრი ვერ იპოვეს გოლის ჩასათვლელად. სიტყვები არ მაქვს იმის აღსაწერად, რაც მოხდა, რაც განვიცადეთ ნამდვილად სირცხვილია. ლა ლიგა დიდ ფულს გამოიმუშავებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცების მოგვარება არ შეუძლიათ, ძალიან სამწუხაროა“, - თქვა ტერ შტეგენმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ბარსელონა“ 3:2 დაამარცხა, ტერ შტეგენის პრეტენზიები კი, პირველ ტაიმში მომხდარზე აქვს, როდესაც ლამინ იამალის დარტყმა ანდრეი ლუნინმა კარის ხაზიდან გამოიტანა, თუმცა, როგორც კადრებში ჩანს, თითქოს, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, რაც მსაჯებმა ვერ შეამჩნიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109276