ფეხბურთი

19:00 | 21.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის გოლით "მეცმა" ისევ მოიგო და გასავარდნი ზონა დატოვა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში „მეცი“ უშუალო კონკურენტ „ლე ჰავრს“ ესტუმრა და გიორგი მიქაუტაძის გოლით სასიცოცხლო მნიშვნელობის თამაში მოიგო.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც გიორგიმ მეორე ტაიმის სტარტზე, 46-ე წუთზე გაიტანა, როცა საჯარიმოში ფორვარდისთვის დამახასიათებლად ითამაშა. 10 წუთში მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

23 წლის ქართველმა წინა ორ ტურში ჯერ "ბრესტთან", მერე "ლანსთან" შეასრულა დუბლი, ახლა ერთ გოლს დასჯერდა, მაგრამ "მეცს" ზედიზედ მეორედ მოაგებინა.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 16 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა. მან ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, დაბრუნების შემდეგ ეს მეორედ მოახერხა. ცხადია, ის „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია და მთელ ჩემპიონატში უკვე მეშვიდე ადგილზეა, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე „აიაქსის“ რიგებში ირიცხებოდა...

„მეცი“ 29 ქულით გასავარდნი ზონიდან ამოვიდა, ხოლო 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ლილს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113442