ფეხბურთი

16:55 | 21.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში ჩატარებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია.

ტურნირის დასკვნით შეხვედრაში სალომე ხუბულურის გუნდმა ესტონეთის ნაკრებს 5:2 სძლია. საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი სოფი ხელაშვილიმა შეასრულა. თითო გოლი ქეთევან ჭურკვეიძის, ანანო წიქარიძის და ლოლიტა კალოიანის ანგარიშზეა.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ტურნირის სამივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. სასტარტო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ სან მარინოს 7:4 სძლია, ლუქსებმურგის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრა კი 4:1 მოიგო.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114403