თამაშგარე

16:07 | 21.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სარა, ფერანი, რობინი და ზაზა

დიადი სატრფიალო ამბები ტრიალებს ესპანეთის მრავლისმნახველ მიწაზე. ბოლო თვეების მანძილზე სრულიად პირინეის პრესა წერდა, რომ ლუის ენრიკეს უკვე 24 წელს მოყრილი ქალიშვილი სარა მარტინესი შესაძლოა თავის გულისსწორს, ცნობილ ფეხბურთელ ფერან ტორესს დაშორებოდა და მათი ურთიერთობა წკიპზე ეკიდა.

მართალია ეს ინფორმაცია თავიდან ფერანმა უარყო, თუმცა საბოლოო ჯამში თქვენც კარგად იცით არაფერი იმალება და დადასტურდა, რომ სარა მარტინესისთვის ფერანი უკვე წარსულია და მისი გული და სული სულ სხვა მამაკაცითაა შეპყრობილი, რომელიც სხვათა შორის, ფერან ტორესის კოლეგა გახლავთ.

საუბარია „რეალ სოსიედადის“ 27 წლის მცველზე, რობინ ლე ნორმანზე, რომელმაც ეს ამბავი უკვე ცასა და მიწას მოსდო და როგორც ჩანს ნამეტანი ეამაყება ფერან ტორესს ასეთი დიდებული გოგო რომ აართვა. ხოლო ამ ყველაფერზე სარას მამა, დიდი ლუის ენრიკე დუმს ვითარცა 320 ავტობუსის მძღოლი ზაზა, როდესაც რომელიმე ცნობისმოყვარე მგზავრი რაიმეს ეკითხება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12103