ფეხბურთი

10:27 | 21.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ლაპორტას ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მომავალზე სასაუბროდ დრო გვექნება"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ მადრიდის "რეალთან" გასამართ "ელ კლასიკომდე" პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, შანსი აქვთ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა განაახლონ.

„გვაქვს შანსი ლა ლიგაში სიტუაცია დავძაბოთ. ეს იქნება სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი და დავუპირისპირდებით ძლიერ „რეალს“, რომელიც ახლა უფრო ძლიერია, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო.

კარგად ვივარჯიშეთ, გუნდს აქვს ენთუზიაზმი, რომ იბრძოლოს ჩემპიონობისთვის. იმედგაცრუება, რომელიც პსჟ-სთან მარცხით მივიღეთ და ძნელი იყო ამის მონელება, შეიძლება ჩვენს სასარგებლო ფაქტორად იქცეს და გუნდი მორალურად გაძლიერდეს. „რეალს“ რა ხდის უფრო ძლიერს? მათ ბევრჯერ მოიგეს ტიტული და ეს თავდაჯერებას უმატებს. ამბობენ, იღბალიაო, მაგრამ მე არ მჯერა. ისინი ბევრს შრომობენ და ერთმანეთს ეხმარებიან. ვიმეორებ, სამ წელიწადში ორჯერ დაამარცხეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი - „სიტი“ და ჩვენ ესპანეთში ასეთ გუნდთან კონკურენცია გვიწევს.

ჩემს მომავალზე ლაპორტასთან შეხვედრა? ჯერ არანაირი შეხვედრა არ ყოფილა, არავის დავუბარებივარ. ეს არ არის მნიშვნელოვანი, ტიტულისთვის ვთამაშობთ და უნდა მოვიგოთ, ჩემს მომავალზე სასაუბროდ დრო გვექნება“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ სეზონის ბოლოს „ბარსელონადან“ წასვლა ჯერ კიდევ ორი თვის წინ დააანონსა, მაგრამ როგორც ჩანს, შეიძლება გადაწყვეტილება შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში მისი ბოლო კომენტარი საკითხს ღია ტოვებს. „რეალი“ – „ბარსელონას“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109496