ფეხბურთი

11:40 | 21.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ეს მიუღებელია, არ მესმის, როგორ გადავრჩით, ჩემი ფეხბურთელები ლეგენდები არიან"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ასოციაციის თასის ნახევარფინალში „ჩელსისთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ინგლისური ფეხბურთის ბოსები მჭიდრო გრაფიკის გამო გააკრიტიკა.

„ეს შეუძლებელია, ფეხბურთელების ჯანმრთელობა საფრთხეშია. გულწრფელად ვამბობ, ეს არ არის ნორმალური. მაქვს გამბედაობა ეს ვთქვა - ჩვენი თამაშის დღეს ჩანიშვნა მიუღებელი იყო. არ მესმის, როგორ გადავრჩით. როგორ ფიქრობთ, მოთხოვნით რამე შეიცვლება? ერთადერთი ძალა, რაც მე მაქვს, უბრალოდ ამ ყველაფრის თქმაა, არაფერი შეიცვლება, ვიცი.

მსგავსი სიტუაცია იყო 2-3 წლის წინ, დორტმუნდში ვითამაშეთ, ვიმგზავრეთ და შაბათს „ლივერპულთან“ ვითამაშეთ. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური პრობლემა, მენტალურადაც რთულია აღდგენა, ხალხი ვერ ხდება იმ დარტყმის სიძლიერეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვით მივიღეთ. რატომ არ მოგვცეს ერთი დამატებითი დღე იმის გათვალისწინებით, რომ „მანჩესტერი“, „ჩელსი“ და „ქოვენთრი“ შუა კვირაში არ თამაშობენ? ეს ბიჭები ლეგენდები არიან, იმის გამო, რაც ამ 7 წელიწადში გააკეთეს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ასოციაციის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ქოვენთრი სიტის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110896