საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში „ბორდო“ სტუმრად „სენტ ეტიენთან“ 1:2 დამარცხდა, ზურიკო დავითაშვილმა კი საგოლე პასი მიითვალა.
ბოლო მატჩებში ქართველი შედეგიანი მოქმედების გარეშე მოედნიდან არ გადის და ამჯერადაც ასე იყო. ზურიკოს აქტიურობის შედეგად, 42-ე წუთზე პედრო დიასმა გაიტანა და ანგარიში გახსნა.
73-ე წუთზე დავითაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, 10 წუთის მერე კი შეცვალეს. „ბორდომ“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა. ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 32 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 6-ჯერ კი საგოლე პასი შეასრულა.
„ბორდო“ 33 ტურის შემდეგ 41 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 23 აპრილს, „დიუნკერს“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ჟირონდელები გასავარდნ ზონას მხოლოდ 6 ქულით უსწრებენ და მომდევნო ხუთ ტურში ყურადღებით ყოფნა მართებთ.