ფეხბურთი

23:23 | 20.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბათუმმა“ „კოლხეთს“ ვერ მოუგო და „იბერიას“ ორი ქულით ჩამორჩა

დღეს, 20 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. „სამტრედია“ და „ტორპედო“ ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ, „სამგურალმა“ თავის საფეხბურთო ცენტრში თბილისის „დინამო“ 3:1 დაამარცხა.

დღის გვიან მატჩში ფოთის „კოლხეთმა“ ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში „ბათუმს“ უმასპნძლა და მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა. შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა.

ბათუმელთაგან დუბლი შეასრულა ლადო მამუჩაშვილმა. მეორე გოლისას მამუჩაშვილმა პენალტი გააცუდა, მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ ლადომ დაასწრო ყველას და მაინც გაიტანა.

თუმცა კერკეტი ფოთელები არ გატყდნენ და შესვენების შემდეგ ორი საპასუხო ბურთი შეაგდეს. განსაკუთრებით ლამაზი მეორე გამოდგა, რომელიც გიორგი ახალაძემ გაიტანა 88-ე წუთზე. გიორგიმ შორიდან ძლიერად დაარტყა და „ხმელი ფოთოლი“ შეასრულა. გახსოვთ ალბათ, იყო ასეთი გამთქმა, როცა ბურთი ჰარში იცვლიდა მიმართულებას.

ამისდაკვალად, „იბერია“ 25 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა, „ბათუმი“ მას ორი ქულით ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111137