ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში „ვალენსიამ“ კონფერენს ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტ „ბეტისს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა.
მატჩის გმირი სევილიელთა ფეხბურთელი აიოზე პერესი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, რასაც 66-ე წუთზე პეპელუმ პენალტით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა 10 წუთში პერესმა დუბლი გაიფორმა. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი რიკოშეტი იყო, რის გამოც გიორგი მამარდაშვილმა რეაგირება ვერ მოახერხა.
ქართველ მეკარეს ერთი მოგერიება ჰქონდა. „ღამურები“ კი, 1:2 დამარცხდნენ და მეშვიდე ადგილიც დაკარგეს.
„ვალენსია“ 47 ქულით მერვე ადგილზეა, „ბეტისს“ 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 29 აპრილს, სტუმრად „ბარსელონას“ სტუმრად დაუპირისპირდება.
გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 34 გოლი აქვს გაშვებული, კარის მშრალად შენახვა კი, 12-ჯერ მოახერხა.