ფეხბურთი

22:10 | 20.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასის ფინალში გავიდა

ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალური მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის დასრულდა. თამაში ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე გაიმართა. ნომინალურმა მასპინძლებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს.

ერთადერთი ბურთი 84-ე წუთზე „სიტის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ გაიტანა.

ამგვარად, „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასის ფინალში გავიდა, სადაც „ქოვენთრისა“ – „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121217