ფეხბურთი

19:30 | 20.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "შესაძლებელი რომ იყოს, შედეგითვის ორ მეკარეს და ავტობუსსაც გამოვიყენებდი"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა, არა მარტო მომავალ მატჩზე, არამედ „მანჩესტერ სიტისთან“ გამართულ შეხვედრაზეც.

„ძალები კარგად აღვიდგინეთ. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც დამატებითი დღე სჭირდებათ, მენდიმ დღეს არ ივარჯიშა, დამატებით ერთი დღე მივედით. ხვალ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით გავალთ.

კუბარსი და იმამალი? ვეტერანებსა და ახალგაზრდებს შორის კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მათგანი ყველასთვის სიურპრიზია, ძალიან ახალგაზრდები არიან და წარმატებული მომავალი ექნებათ.

ჩემპიონობასთან ახლოს ვართ, მაგრამ კონკურენტუნარიან გუნდს ვეთამაშებით. ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან. „კლასიკო“, როგორც ყოველთვის, თანაბარი თამაშია, ამჯერად კი, შანსი გვაქვს ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.

თუ მიკვირს „სიტისთან“ ჩვენს თამაშზე გამოთქმული კრიტიკა? არა, არ მიკვირს. ყველას თავისი აზრი აქვს. ჩვენთვის ძალიან ნათელია, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ. თამაში კარგად უნდა მართო, როცა ბურთი გაქვს და როცა არ გაქვს. არცერთი ჩვენი გულშემატკივარი მოწყენილი არ მინახავს. ისინი ბედნიერები არიან და მე ამით ბედნიერი ვარ. პენალტები? ფეხბურთელებს პენალტების წინ უნდა ვკითხოთ, როგორ გრძნობენ თავს. ვფიქრობ, ყველამ შეიტანა წვლილი, როგორც კეპამ, რომელმაც ლუნინს ბევრი რჩევა მისცა.

რიუდიგერის პენალტი? მანამდე არასდროს მინახავს მისი პენალტი. ორშაბათს ვარჯიშზე ვცადეთ და მან სამიდან სამი პენალტი გაიტანა. ყველაზე მთავარი ემოციური ასპექტია, მზად არის თუ არა ფეხბურთელი პენალტის შესასრულებლად, ამ დროს ფეხბურთელი გულწრფელი უნდა იყოს.

რაც შეეხება 5-კაციან დაცვას, ეს არის სისტემა, რომლის გამოყენებას ბოლო წუთებში არ გამოვრიცხავ. შესაძლოა, დაცვაში 6 ან 7 ფეხბურთელიც დავაყენო, 2 მეკარესაც ვათამაშებდი ან საჯარიმოში ავტობუსს ჩავაყენებდი შესაძლებელი რომ იყოს“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ 21 აპრილს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101792