ფეხბურთი

17:12 | 20.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე "ჰალთან" ვერ ითამაშებს

გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურში „ჰალ სიტის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ქართველი შემტევი ნახევარმცველი სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. მიზეზი მცირე ტრავმაა, მაგრამ საგანგაშო არაფერია და წესით, მომდევნო ტურში ის გუნდს დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონშიფის დასრულებამდე დღევანდელი მატჩის ჩათვლით სულ სამი ტური დარჩა, „უოტფორდს“ პლეი-ოფში გასვლის შანსი არ აქვს, შესაბამისად, ჩაკვესთვის სეზონის ბოლომდე კლუბში მხოლოდ ორი მატჩი დარჩა, ვინაიდან დღევანდელ შეხვედრას ტოვებს.

გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097653