ფეხბურთი

16:28 | 20.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "აიაქსში" დამივიწყეს, იქ ბინის მოძებნაშიც არ დამეხმარნენ, 2 თვე მარტო ვიყავი"

„მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ L’Equipe-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აიაქსში“ ის დაივიწყეს.

როგორც ქართველმა აღნიშნა, ამსტერდამში ბინის მოძებნაც კი თვითონ მოუწია, რადგან კლუბი ამაშიც არ დაეხმარა.

„ორ თვეზე მეტი სასტუმროში მარტო გავატარე, იმ ოთახში მარტო ვიყავი, ლამის გავგიჟდი. კლუბი არ დამეხმარა ბინის მოძებნაში, თვითონ ვიქირავე Airbnb-ზე, სადაც თვეზე მეტი ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი.

ამსტერდამში არავის ვიცნობდი, ენაც არ ვიცოდი, ჩემთვის წარმატების მისაღწევად პირობები არ იყო. ყველა ფეხბურთელმა უნდა იგრძნოს პატივისცემა იმისთვის, რომ მოედანზე მაქსიმუმი აჩვენოს. მას შემდეგ, რაც „მეცში“ იჯარით დავბრუნდი, არავინ დამკავშირებია „აიაქსიდან“, იქ დამივიწყეს.

„მეცში“ დაბრუნებამ ბევრი კარგი რამ მომცა. ჩემი პრეზენტაცია „კლერმონთან“ მატჩის წინ დიდებული იყო. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რომ კლუბი ლიგა 1-ში დავტოვო, რადგან ამას იმსახურებს. „მეცი“ ჩემი მეორე სახლია“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ 9 უგოლო მატჩი ჩაატარა, იანვრის შემდეგ კი, „მეცში“ დაბრუნდა, სადაც სეზონში 9 გოლი აქვს გატანილი (15 მატჩში), მათ შორის, 7-ჯერ თავი დაბრუნების შემდეგ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112225