კალათბურთი

0:39 | 20.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 16 ქულა "ბასკონიასთან", "ვირტუსმა" ევროლიგაში სეზონი დაასრულა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის პლეი-ოფს მიღმა დარჩა, რადგან პლეი-ინის ფინალში ესპანურ „ბასკონიასთან“ 77:89 დამარცხდა.

იტალიელებმა მესამე პერიოდი 15 ქულით წააგეს და გარდამტეხიც ეს გამოდგა.

შენგელიამ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 22 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონიასთვის“ ევროლიგაში სეზონი დასრულდა, არადა, ლუკა ბანკის გუნდს თითქოს, პლეი-ოფში მოხვედრა არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა რეგულარულ სეზონში ბოლო 7 მატჩი წააგო და საბოლოოდ, პლეი-ოფში ვერ გავიდა.

0.119422