ფეხბურთი

22:35 | 19.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სან მარინოში მიმდიანრე უეფას განვითარების თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. სალომე ხუბულურის გაწვრთნილმა გუნდმა ლუქსებმურგთან შეხვედრა 4:1 მოიგო.

ლუქსებმურგთან შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე ლოლიტა კალოიანმა გახსნა, თუმცა ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა. 53-ე წუთზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ ანანო წიქარიძემ დააწინაურა, რომელმაც 71-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიში 75-ე წუთზე სოფი ხელაშვილმა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი სან მარინო 7:4 დაამარცხა. დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 21 აპრილს, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121805