ფეხბურთი

13:15 | 19.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "რომამ" გვაჯობა და ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურა"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლა „რომამ“ დაიმსახურა. იტალიელი მისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო.

„რომამ“ დაიმსახურა შემდეგ ეტაპზე გასვლა, მათ მოედანზე ჩვენზე მეტი ხარისხი აჩვენეს. ვერ შევძელით საჭირო რაოდენობის გოლის გატანა. მეორე ტაიმში გოლი სწრაფად უნდა გაგვეტანა და ეს ვერ მოვახერხეთ. ვერცერთ მატჩში ვერ ვითამაშეთ ჩვენს დონეზე, მეტი ხარისხი გვჭირდებოდა.

დიახ, ჩემი გუნდისგან მეტს ველოდი, არ ვარ კმაყოფილი. ჩემი მომავალი? ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ კი, სეზონის დასრულებაზე. გასულ სეზონთან შედარებით, წელს ევროტურნირებზე ცუდად გამოვედით“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ „რომას“ წინააღმდეგ ორივე მატჩში დამარცხდა, ჯერ საკუთარ მოედანზე 0:1 და შემდეგ სტუმრად - 1:2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120525