ფეხბურთი

2:00 | 19.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩის გადამწყვეტი შეცდომა: კონფერენს ლიგის ნახევარფინალისტები ცნობილია

კონფერენს ლიგის მეოთხედფინალის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა და ნახევარფინალი დაკომპლექტდა.

სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ სტუმრად 2:3 წაგების შემდეგ შინ 1:0 მოიგო, მაგრამ პენალტების სერიაში წააგო და გავარდა. თურქული გუნდის მხრიდან გამოცდილმა ფეხბურთელებმა, დუშან ტადიჩმა, ჯენგიზ იუნდერმა და ლეონარდო ბონუჩიმ ვერ გაიტანეს. ვეტერანი იტალიელი მცველი სწორედ პენალტის შესასრულებლად, 120-ე წუთზე ჩართეს თამაშში და მეხუთე გადამწყვეტი პენალტი, როცა ბერძნები 3:2-ს იგებდნენ, ვერ გაიტანა... არადა, ბონუჩი კარგად ასრულებს პენალტებს, ევრო 2020-ზე ნახევარფინალსა და ფინალში უშეცდომო იყო.

„ოლიმპიაკოსი“ ნახევარფინალშია და ათენის ფინალისთვის ბრძოლას აგრძელებს. ნახევარფინალში გავიდა „ბრიუგეც“, რომელმაც სალონიკის „პაოკს“ ჯერ შინ აჯობა (1:0), ახლა სტუმრადაც მოუგო - 2:0.

კონფერენს ლიგის ნახევარფინალები 2-9 მაისს გაიმართება, რომელშიც „ფიორენტინა“ – „ბრიუგეს“ და „ოლიმპიაკოსი“ „ასტონ ვილას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110992