ფეხბურთი

1:40 | 19.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მომდევნო სეზონში იტალია ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდით ითამაშებს

ახლა უკვე ოფიციალურად: მომდევნო სეზონში იტალიას ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ეყოლება.

ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ ოფიციალურად გაირკვა, რომ იტალიის სერია A-დან ჩემპიონთა ლიგის საგზურს არა მარტო ოთხეული, არამედ მეხუთეადგილოსანი გუნდიც მოიპოვებს.

მას შემდეგ, რაც „რომა“, „ფიორენტინა“ და „ატალანტა“ ნახევარფინალში გავიდნენ, სერია A-მ გაინაღდა რეიტინგში მინიმუმ მეორე ადგილი, ახლა კი, სულაც ლიდერია და დამაჯერებლად.

თანაც, იტალიას 3 წარმომადგენელი კიდევ ჰყავს ევროთასებზე, ისევე, როგორც გერმანიას, რომელიც მეორე ადგილს იკავებს რეიტინგში და დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში ბუნდესლიგასაც 5 გუნდი ეყოლება ჩემპიონთა ლიგაზე.

ესპანეთმა შანსი უკვე თითქმის დაკარგა, რომელსაც ერთადერთი გუნდი ჰყავს სამივე ტურნირზე, პრემიერლიგასაც მცირე შანსი რჩება, რადგან სამივე ევროტურნირს მხოლოდ და მხოლოდ „ასტონ ვილა“ შემორჩა პრემიერლიგიდან.

ამრიგად, ოფიციალურად, სერია A-ს მეხუთე ადგილი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელია. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, შეიძლება მეექვსე გუნდიც გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე და ეს ამ შემთხვევაში მოხდება: თუ „რომა“ ან „ატალანტა“ ევროპა ლიგას მოიგებს და ამავდროულად სერია A-ში ხუთეულს მიღმა დარჩება. არის მეორე ვარიანტიც: ევროპა ლიგის მოგების შემთხვევაში "ატალანტა" ან "რომა" სერია A-ში თუ მე-5 ადგილზე გავა, მეექვსეადგილოსან გუნდსაც ერგება ჩემპიონთა ლიგის საგზური.

ასე რომ, იტალიას მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი გარანტირებულად ეყოლება, მაგრამ საკმაოდ მაღალი ალბათობაა, რომ 6 გუნდი ჰყავდეს.

უეფას რეიტინგი მიმდინარე სეზონში:

1. იტალია (სერია A) – 19.428 ქულა (ევროთასებზე არიან: რომა, ატალანტა, ფიორენტინა)

2. გერმანია (ბუნდესლიგა) – 17.785 (ბაიერნი, დორტმუნდი, ლევერკუზენი)

3. ინგლისი (პრემიერლიგა) – 17.375 (ასტონ ვილა)

4. ესპანეთი (ლა ლიგა) – 15.312 (რეალი)

5. ლიგა 1 (საფრანგეთი) – 15.250 (პსჟ, მარსელი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.324782