უკრაინის პრემიერლიგაში დონეცკის „შახტარმა“ მე-10 ტურის გადადებულ შეხვედრაში „ზორიასთან“ 3:1 მოიგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ირაკლი აზაროვმა ამ შეხვედრაში საგოლე პასი გააკეთა. 30-ე წუთზე მის აქტიურობას და ჩაწოდებას მოჰყვა დანილო სიკანის გოლი, რომელმაც ანგარიში გახსნა.
ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში 27-ე შეხვედრაში მე-3 საგოლე პასი მიითვალა. ის მოედანზე 76-ე წუთამდე იყო, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი 89-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.
დონეცკის „შახტარი“ 55 ქულით ლიდერობს უკრაინის ჩემპიონატს და მომდევნო მატჩს 22 აპრილს, ისევ „ზორიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს, ოღონდ ამჯერად მასპინძლის რანგში.