ფეხბურთი

18:52 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "ნაპოლის" ჩავარდნაში პირველი დამნაშავე სპალეტია"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ კრიზისში მთავარი პასუხისმგებელი ლუჩანო სპალეტია. როგორც მან თქვა, იტალიელმა მწვრთნელმა ტყუილები მოიგონა და გუნდი დატოვა.

„სპალეტი პირველი დამნაშავეა „ნაპოლის“ დაცემაში, სკუდეტოს მოგების შემდეგ გუნდს არ ტოვებენ. მან მოძებნა საბაბი, მოიგონა ზღაპარი. უმჯობესი იქნებოდა, რომ პირდაპირ ეთქვა, არ სურდა აქ მუშაობა, რადგან საამისოდ კარგი პირობები არ იყო. სამაგიეროდ, კოლოსალური ტყუილის მიღმა დაიმალა და თქვა, რომ ქალაქის დიდი სიყვარულის გამო გუნდს ტოვებდა, მერე კი, პირველივე ხელსაყრელ მატარებელს შეახტა და ეროვნულ ნაკრებში დაიწყო მუშაობდა. არ მომწონს თვალთმაქცობა, ფარისევლობის წინააღმდეგი ვარ“, - თქვა კორბომ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი“ გასული სეზონის შემდეგ დატოვა, ამჟამად კი, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109071