„მილანის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არიგო საკიმ ისაუბრა იმაზე, თუ რას ელოდება „რომასთან“ მილანელთა ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა რომაელთა სასარგებლოდ ანგარიშით 1:0 დასრულდა.
„მილანმა“ უკეთ უნდა ითამაშოს, გააკეთოს ის, რაც პირველ მატჩში ვერ შეძლო. ვფიქრობ შეხვედრა მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, ვიმედოვნებ, „მილანი“ ნამდვილი გუნდივით ითამაშებს.
პირველ მატჩში კი „რომამ" დამსახურებულად მოიგო, დე როსი შესანიშნავია, ჯერჯერობით კარგად მუშაობს", - ციტირებს საკის სიტყვებს pianetamilan.it.
„რომა“ – „მილანის“ საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა დღეს, 18 აპრილს გაიმართება რომში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.