„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბარსელონასთან“ გამარჯვების (4:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისმა ფეხბურთელებმა სიმწიფე გამოავლინეს და სრულყოფილად ითამაშეს.
„თამაში შესანიშნავად დავიწყეთ, შემდეგ იამალმა ბრწყინვალედ ითამაშა და „ბარსამ“ გოლი გაიტანა, მერე იყო არაუხოს გაძევებაც. თავიდან ბოლომდე სრულყოფილად ვითამაშეთ, ფეხბურთელები ამაყობენ ამ გამარჯვებით.
წითელი ბარათი? მსაჯის გადაწყვეტილებებზე არ ვმსჯელობ, გამეორებაზე ეს მომენტი არ მინახავს, გასაპროტესტებელი არაფერია. დღეს გუნდმა სიმწიფის კუთხით წინ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ახლა „დორტმუნდთან“ ვითამაშებთ, რომელსაც ჯგუფში უკვე ვეთამაშეთ. რა თქმა უნდა, გიჟური ნახევარფინალი იქნება, „დორტმუნდი“ ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს.
მბაპე თუ დარჩება? დაველოდოთ, როდესაც ბატონი კილიანი თვითონ ილაპარაკებს და შემდეგ ვიტყვით ჩვენს აზრს, ახლა მე მდუმარე მოწმე ვარ“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ნახევარფინალში „დორტმუნდს“ შეხვდება და ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ჯგუფშიც ერთად იყვნენ.