ფეხბურთი

22:03 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "კოლხეთი" დაამარცხა: გუნდებმა 3 პენალტი ვერ გაიტანეს

საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში გორის „დილამ“ სტუმრად ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩი საინტერესო გამოდგა: „დილას“ 22-ე წუთზე შეეძლო დაწინაურება, მაგრამ ნიკა გაგნიძემ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, გორელებმა პირველი ტაიმის მიწურულს ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში შოთა შეყილაძემ გახსნა, ხოლო შემდეგ იბრაჰიმა დრამემ სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფოთელებს კარგი შანსი მიეცათ სხვაობის შესამცირებლად, მაგრამ გიორგი მელქაძემ პენალტი ვერ გაიტანა. 64-ე წუთზე მესამე პენალტი დაინიშნა და ისევ არაზუსტად შესრულდა. ამჯერად ფოთელთა შემტევმა გიორგი აბუაშვილმა ვერ გამოიყენა პენალტი.

„დილამ“ მასპინძელთა მიერ გაცუდებული ორ თერთმეტმეტრიანით ისარგებლა და აბუბაქარ კონტეს გოლით სხვაობა სამამდე გაზარდა. დარჩენილ დროში ფოთელებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს, რომელიც კირილ კლიმოვის აქტივშია, მან პენალტი დაარტყა ზუსტად. ასე რომ, ოთხი პენალტი დაინიშნა, სამი „კოლხეთის“ სასარგებლოდ და ზუსტად მხოლოდ ერთი შესრულდა.

„დილა“ 20 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთი“ 9 ქულით მეშვიდეა და წინ „დინამო ბათუმთან“ მატჩი ელოდება.

„კოლხეთი“ – „დილა“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 შეყილაძე (39), 0;2 დრამე (42), 0:3 კონტე (68), 1:3 კლიმოვი (71, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122583